ნაცნობი სიტუაციაა როდესაც მანქანის მაღაზიაში გამყიდველი ირჩევს ნაწილს VIN კოდით, ჯერ ასახელებს ორიგინალის ღირებულებას, შემდეგ კი გთავაზობთ ანალოგებს.
მე თვითონ ერთხელ დავეშურე ძალიან დაბალ ფასს და ვიყიდე ჩინური სათადარიგო ნაწილი, რომელმაც თვეზე ნაკლები დრო იმუშავა. ბაზარზე შეიძლება ითქვას იყიდება პირდაპირი გაგებით ნაგავი. გადავწყვიტე გამერკვია შესაძლებელია თუ არა ჩინეთში ავტო ნაწილების ბაზარზე სანდო საქონლის პოვნა .
ჩინეთი ლიდერია ავტო ნაწილების წარმოებაში
გაირკვა, რომ დღეს ჩინეთში 5000-ზე მეტი საწარმოა დაკავებული სათადარიგო ნაწილების წარმოებით, მათგან 10% ეკუთვნის მსოფლიოს უდიდეს ავტოკონცერნებს: Toyota, Nissan, Mitsubishi, Honda, Volkswagen, Hyundai, General Motors, Volvo, და ა.შ. საერთაშორისო კონკურენცია ითხოვს მაღალ ხარისხს, ამიტომ ჩინეთი თანამშრომლობს გლობალურ ავტო გიგანტებთან, აქტიურად დებს ინვესტიციებს ავტო კომპონენტების წარმოების ინდუსტრიის განვითარებაში და აუმჯობესებს საქონლის ხარისხს და კონკურენტუნარიანობას.

რატომ არის ზოგიერთი ნაწილი ჩინეთიდან დაბალი ხარისხის
მოდით ვნახოთ რა ტიპის სათადარიგო ნაწილები არსებობს.
1 – ორიგინალი ნაწილები იწარმოება საწარმოო ქარხანაში და აქვს სპეციალური ქარხნული მარკირება, შეფუთვა და გარანტია. თითოეულ ორიგინალურ სათადარიგო ნაწილს აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი. ორიგინალების ფასი ჩვეულებრივ ყველაზე მაღალია, რადგან მათი ღირებულება მოიცავს ხარისხის კონტროლის და ტესტირების ხარჯებს, ასევე შეუსაბამო ნაწილის დაბრაკვის და ლიკვიდაციის ხარჯებს.
2 – ლიცენზირებული ანალოგები – მათი წარმოება ოფიციალურად ავტორიზებულია ბრენდის მფლობელის მიერ. წარმოება ხდება მკაცრი კონტროლის ქვეშ და კონტროლდება მათი ხარისხი.
3 – სხვა ბრენდები. ლიცენზირებული ქარხნები აწარმოებენ პროდუქტს, შემდგომ გადასცემენ სხვა სადილერო კომპანიებს, რომლებიც ამოწმებენ პროდუქციის ხარისხს და ვიზუალურ მხარეს. რის შემდგომაც ფუთავენ პროდუქციას და აძლევენ გასაყიდ ვიზუალს.
4 – ყალბი, არ აქვთ მარკირება, შეფუთვა, გარანტია, მცირე საწარმოების მიერაა წარმოებული და ყოველთვის არ არის ყველაზე იაფი, თორემ მაშინვე შევძლებდით მათ გამოაშკარავებას. ძირითადათ ქართულ ბაზარზე შემოდის აღნიშნული პროდუქცია, რაც განაპირობებს უნდობლობას ჩინური პროდუქციის მიმართ.
ჩინეთს დღემდე მუშაობს უამრავი კუსტარული ქარხანა, სადაც მუშაობენ დაბალი კვალიფიკაციისა და გამოუცდელი ხელოსნები. ბევრი მეწარმე იღებს ერთჯერად შეკვეთებს და მზად არის მიიღოს ყველანაირი შეკვეთა ახალი კლიენტისთვის. ინდუსტრიის ამ ნაწილის შემთხვევითობა წარმოშობს დაბალი ხარისხის საქონელს.

როგორ ავირჩიოთ კარგი ხარისხის ჩინური სათადარიგო ნაწილები
-არ შეგაცდინოთ ძალიან დაბალმა ფასმა.
-ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას და ეტიკეტირებას.
-შეამოწმეთ ინტერნეტში მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია.
დასკვნა
ჩინურ სათადარიგო ნაწილებზე მოთხოვნა საქართველოში, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია მათი დაბალი ფასით. მაგრამ ჩინურმა მწარმოებლებმა მიაღწიეს დიდ წარმატებას პროდუქციის ხარისხში, დაეწიათ მაღაზიაში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, ამიტომ დღეს მთავარი ჩინური ნაწილების წილი ბაზარზე ეჭვის გარეშეა მათი ვარგისიანობა, საიმედოობა და გამძლეობა. Chery მანქანის ნაწილები, მაგალითად, უკვე დამზადებულია ჩინეთში, ამიტომ სტანდარტულად ჩინური იქნება, როგორც ზემოთ ვთქვი – ფრთხილად და შერჩევითი იყავით მომწოდებლებში და მაშინ სათადარიგო ნაწილის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგექმნებათ.
